მე ვითხოვ [ევროკავშრისგან] სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატულებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"23-24 ივნისს დაველოდები, მანამდე მე, უბრალოდ, შევინარჩუნებ რეზერვაციას, რომ უფრო მეტი არ ვილაპარაკო ჩვენი ხალხის წინაშე. თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხისთვის, ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი“, - თქვა პრემიერმა და აღნიშნა, რომ საქართველო დაუმსახურებელს არაფერს ითხოვს.
"ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ. ჩვენ ვართ-ერთი ყველაზე უძველესი ცივილიზაცია მსოფლიოში, უძველესი კულტურით და ჩვენი ძალიან მაგარი, ამაყი ხალხით. რა თქმა უნდა, აქ ამპარტავნობაზე არ არის საუბარი, მაგრამ ჩვენ ახლა ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ დაუმსახურებელს, მაგრამ როცა საუბარი არის დამსახურებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ. მე ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატულებას", - თქვა პრემიერმა.