არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს! - ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ვარაუდებს, რომ პრეზიოდენტის დღევანდელი განცხადება შესავალია იმისთვის, რომ ის სააკაშვილის ან გვარამიას შეწყალებას აპირებს.
„ვფიქრობ, პრეზიდენტის ეს განცხადება უკავშირდება იმას, რომ იგი ერთგვარ შესავალს აკეთებს შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელიც მისი დისკრეციაა. ამაში ვერავინ ჩავერევით. შესაძლოა, ამ განცხადებით რაღაც ამგვარი შესავალი გააკეთა. ერთი ახსნა, ეს შემიძლია ვთქვა. სხვაგვარ ახსნა მე ვერ ვუძებნი. თითქოს, მას სურს, მოხსნას ის ბარიერი, რომელიც სრულიად ხელოვნურად შეიქმნა ევროპარლამენტში ან ის განწყობა გააქარწყლოს. შესაძლოა, ეს იგულისხმა“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.