მე ვთვლი რომ ვარ პასუხისმგებელი კონსტიტუციის წინაშე, კონსტიტუციის 78-ე მუხლი მავალდებულებს რომ ყველაფერი გავაკეთო, რაც შესაძლებელია, რომ წინ წავწიო ეს პროცესი. მე არ მჯერა რომ სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა - ევრიპოპული მომავალი, - საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელიდან ეხმიანება საქართველოს სახელისუფლებო რგოლის კომენტარებს ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლებო გუნდიდან, რომელიც მას არ აძლევს საშუალებას, რომ ეფექტურად დაიცვას საქართველოს კანდიდატურა.
ამასთანავე, ზურაბიშვილმა თქვა, რომ ის გეგმავდა საფრანგეთში პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლას, თუმცა საქართველოს მთავრობისგან უარი მიიღო.
„მე თვითონაც, ამ უარის შემდეგ, რადგან მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონაც ჩავთვალე, რომ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტომ გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა", - ამბობს პრეზიდენტი.
„მე არ მიმაჩნია ვინმეს არ უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინსვლაში -არც სააკაშვილს არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ ღირს იმის ფასად რომ ჩენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ. ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს“, - თქვა ზურაბიშვილმა.