საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელიდან ეხმიანება საქართველოს სახელისუფლებო რგოლის კომენტარებს ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით.
"მე ვიმყოფები ბრიუსელში, სადაც ჩამოვედი ჩემი ოფიციალური ვიზიტიდან, იტალიიდან იმისთვის, რომ ბოლო ძალისხმევა არ დამეშურებინა ევროკაშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად.
სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ, ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლებო გუნდიდან არ მაძლევს მე საშუალებას, რომ ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს.
მე მინდოდა ჩავსლა საფრანგეთში, პოლონეთში და უკრაინაშიც, რომელთან ერთად ვართ ამ საქმეში, რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ. მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი ამ მოგზაურობაზე და მე თვითონაც ამ უარის შემდეგ, რადგან მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონაც ჩავთვალე, რომ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტომ გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა", - ამბობს პრეზიდენტი.