ჩემს მოლოდინს გეტყვით - უკეთეს შემთხვევაში ალბანურ ვარიანტს მივიღებთ, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.
ვაშაძის შეფასებით, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს სახელმწიფოსთვის არაფერი მოაქვს, ის ადამიანი კინწისკვრით უნდა გააგდოთ და არასდროს არაფერი ჰკითხოთ.
"არ ვიცი, რა გადაწონის. თუ ევროპის კავშირი საქართველოს მოქალაქეს და ჩვენს ერს შეხედავს, მაშინ ჩვენ ეს სტატუსი უნდა მივიღოთ. თუ ჩათვლის, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველო არ იმსახურებს არანაირ ევროპულ პერსპექტივას, მაშინ უარს გვეტყვიან. ჩემს მოლოდინს გეტყვით - უკეთეს შემთხვევაში ალბანურ ვარიანტს მივიღებთ, როცა პირდაპირ სიას გამოგვიწერენ თარიღებით და გვეტყვიან - ეს, ეს და ეს არის გასაკეთებელი, თუ ევროპულ ოჯახში დაბრუნება გნებავთ, როგორც ამას ამდენი წელი ამტკიცებდით", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.