საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში უკრაინას მეტ მძიმე შეიარაღებას გადასცემს. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, ნათქვამია ელისეის სასახლის ინფორმაციაში.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი უკრაინის ერთგულ მხარდამჭერად რჩება.
"მან პრეზიდენტ ზელენსკის უთხრა, რომ საფრანგეთი კვალვ მობილიზებულია უკრაინის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მათ შორის მძიმე შეიარაღების მხრივ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საფრანგეთმა უკრაინას უკვე მიაწოდა ათამდე Caesar-ის ტიპის ჰაუბიცა და უკრაინელ ჯარისკაცებს ამ შეიარაღების გამოყენება შეასწავლა. 155 მმ-იანი კალიბრის გადასატან ჰაუბიცებს შეუძლიათ სამიზნის განაგურება 40 კმ-ის მანძილიდან. საფრანგეთი უკრაინას ასევე მიაწვდის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს Milan-ს.
მაისში, კიევში ვიზიტისას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ განაცხადა, რომ უკრაინის მოთხოვნას მძიმე შეიარაღების მიწოდებაზე კონკრეტული პასუხი ექნება.