უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ომში ყოველღიურად 100-დან 200-მდე უკრაინელი სამხედრო იღუპება, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
პოდოლიაკის თქმით, დანაკარგის ზრდის მიზეზი რუსეთის არმიის უპირატესობაა საარტილერიო შესაძლებლობების მხრივ. მან აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთთან პარიტეტს მიაღწევს, თუ 150-დან 300-მდე ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას მიიღებს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში უკრაინა შეძლებს "თავისი ტერიტორიების ეფექტიანად გათავისუფლებას".
დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა განაცხადეს, რომ უკრაინას გადასცემენ შორი დისტანციის ზალპური ცეცხლის რაექტიულ სისტემებს, რომლებსაც გაცილებით მეტი მოქმედების რადიუსი აქვთ, საბჭოთა და რუსულ ანალოგებთან შედარებით. თუმცა არ დაზუსტებულა, რა რაოდენობით ასეთ დანადგარს მიიღებს უკრაინა. აშშ-მა მხოლოდ ოთხი HIMARS-ის შესახებ განაცხადა.