"ქართული ცონების" წევრი, პარლამენტის დეპუტატი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ევროპარლამენტს რეზოლუციის ეხმიანება და წერს, რომ ამას ჰქვია "ნამდვილი მეგობრობა" .
წილოსანის მტკიცებით, ევროკავშირი ხელისუფლებას 29 აპრილს სხვა გზავნილებს უგზავნიდა.
"სააკაშვილი და გვარამია გაანთავისუფლეთ და ბიძინა ივანიშვილის სანქციები განიხილეთო...
29 აპრილს გვითხრეს ძალიან კარგი სიტუაციია მედიის კუთხითო, დღეს გვითხრეს - კატასტროფააო...
ძალიან "დროული და აუცილებელი" იყო ამ საკითხის და ასე "ობიექტურად" წამოწევა, ამას ქვია "ნამდვილი მეგობრობა" ქვეყნის გარეთ და "ნამდვილი პატრიოტობა" ქვეყნის შიგნით...",- წერს ნინო წილოსანი.