"ქალბატონ ფოტიგას წარმოდგენა აქვს, რაც ხდება ამ ქვეყანაში, მაგრამ თუ განზრახ აკეთებს ამ ყველაფერს, ის ერთ-ერთი ლობისტი და შეიძლება, დავალების მიმცემიც კი იყოს. "ნაცმოძრაობაზე" ნამეტანი დიდი წარმოდგენა ნუ შეგვექმნება. ისინი დავალებებს იღებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შემთხვევით არ საუბრობდა ერთი თვის წინ, რომ არავის მივცემთ საშუალებას, ქვეყანა გაწირული პაიკის როლში ჩააყენოს. „ამიტომ იყო ჩვენი განცხადებები, რომ ჩვენი პატივცემული ოპონენტები გაერკვნენ, რომელ ქვეყანას ემსახურებიან.
ქვეყნის გარეთ ვინმე თავის კოლეგას თუ არწმუნებს, რომ საქართველოში ახლა ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ ომი გვირჩევნია, ჩვენც და ქართველ ხალხს ჰკითხონ, რა ურჩევნიათ ამ ქვეყანაში. როცა ერთი თვის წინ ვსაუბრობდი, რომ არავის მივცემთ საშუალებას, ქვეყანა გაწირული პაიკის როლში ჩააყენოს, ამას არ ვლაპარაკობდი შემთხვევით.
დღესაც არ ვლაპარაკობ შემთხვევით, რომ რაც არ უნდა დამაზიანებელი იყოს ხელისუფლებისთვის, მსხვერპლს რასაც ეძახიან, ამაზეც წავალთ, ოღონდ არ დაზიანდეს ქვეყანა. ომის დაწყებას არ დავუშვებთ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.