ევროპარლამენტის რეზოლუცია „ქართული ოცნების“ დიპლომატიური მარცხია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ეს ყველაფერი მაგონებს ფეხბურთის თამაშის დროს ერთი გუნდი ყვითელ ბარათს რომ მიიღებს და მეორე გუნდს საყვედურობს, ჩემი ყვითელი ბარათის მიღება რატომ გიხარიაო, ნაცვლად იმისა, რომ გამოსწორდეს და უხეშობას თავი დაანებოს. „ქართულ ოცნებას“ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება თუ უნდა, მგონი, ასე უნდა გააგრძელოს. ევროპარლამენტის რეზოლუცია „ქართული ოცნების“ დიპლომატიური მარცხია. თუ იმავეს გაგრძელება უნდა, ხელი როგორ შევუშალო, მათ წარმატებებს ვისურვებ. ოპოზიციას რა უნდა? – ხელისუფლებაში მოსვლა. მეორე საკითხია, არიან თუ არა ისინი მზად ამისთვის, მაგრამ ახლა ბურთი „ქართული ოცნების“ მხარესაა. ეს ყველაფერი მათი დიპლომატიური მარცხია და ისინი არიან გამოსასწორებლები. თუ არ გამოსწორდებიან, ვნახავთ, ეს ყველაფერი სადამდე მივა. რწმენა არ მაქვს, რომ გონს მოეგებიან, მაგრამ ამას ვუშვებ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო.