საპარლამენტო უმრავლესობა WikiLeaks--ის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ გამოქვეყნებულ საიდუმლო დოკუმენტაციას გამოეხმაურა.
როგორც დღევანდელ ბიუროს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა აღნიშნა, ყველამ იცის ის სიმართლე, რომელიც 2008 წლის აგვისტოში მოხდა.
"თუ სადმე რამე გამოქვეყნდება, რომელიც სიმართლეს დადასტურებს, კარგია", - აღნიშნა გაბაშვილმა.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ აგრესია, როგორც საპარლამენტო კომისაიმ, ასევე საერთაშორისო კომისიებმაც დადასტურეს.
"სწორედ ამიტომაა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ტერმინი ოკუპაცია ჯერ აშშ-მ და ახლა ევროკავშირმა უკვე ოფიციალურად დაამკვიდრეს", - აღნიშნა გაბაშვილმა.