საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შეხვედრას მართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიწვევით, დღეს მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში "ქალები კონფლიქტებში".
"ბრიუსელში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ ქალი ლიდერები და კონფლიქტში დაზარალებული ქალები, მათ შორის, უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი სიმა სამი ბაჰუსი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნადია მურადი. ღონისძიების, რომელსაც გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია, Nadia’s Initiative და Dr. Denis Mukwege-ის ფონდი მასპინძლობს, აქცენტები გაკეთდება კონფლიქტებში ქალი ლიდერების მნიშვნელობაზე, ქალებისა და გოგონების უფლებების რეალიზაციასა და მათი მშვიდობის პროცესებში სრულყოფილი მონაწილეობის აუცილებლობაზე", – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.
მანამდე, სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფებოდა იტალიის რესპუბლიკაში, სადაც ის შეხვდა თავის იტალიელ კოლეგა, ასევე პრეზიდენტს, სენატისა და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეებს და რომის მერს.