ევროპარლამენტმა ცივი წყალი გადაასხა "ქართულ ოცნებას" - აცხადებს პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ევროპარლამენტში 8 ივნისს გამართულ დებატებთან დაკავშირებით.
"ტვ პირველთან" საუბრისას, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ "ევროპარლამენტში ძალიან მძიმე შეფასებები გაკეთდა".
"ევროპარლამენტარების გამოსვლამ, მე ვფიქრობ, რომ ცივი წყალი გადაასხა "ქართულ ოცნებას". ერთი მხრივ ის, რომ იყო ძალიან მძიმე შეფასებები და მეორეს მხრივ, აი ის პროპაგანდა, რომ თურმე ძალიან ბევრი ნაცნობი გვარი ევროპარლამენტარების, რომლებიც გვაკრიტიკებდნენ, ჩვენი ლამის მტრები არიან და მოსყიდულები, აღმოჩნდა რომ ლაპარაკობენ იმას, რომ კი საქართველოში პრობლემებია, მაგრამ ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
შეგახსენებთ, გუშინ, 8 ივნისს ევროპარლამენტში გაიმართა დებატები რეზოლუციის პროექტან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევებს ეხება.
რეზოლუციის კენჭისყრა დღეს, 9 ივნისს არის დაგეგმილი.