პარლამენტის ყოფილი წევრი ზაალ უდუმაშვილი ტელეკომპანია "პირველის" მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იქნება. იტყობინება "რადიო თავისუფლება".
ზაალ უდუმაშვილს პარლამენტის წევრის სტატუსი დღეს, საკუთარი განცხადების საფუძველზე შეუწყდა.
"ზაალ უდუმაშვილი იქნება არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი და ამავდროულად იმუშავებს ერთ-ერთ მენეჯერულ პოზიციაზე. დეტალებს თავად ტელევიზიის ხელმძღვანელი იტყვის. ბევრი წლის შემდეგ ზაალ უდუმაშვილი დაუბრუნდება იმ საქმეს, რასც აკეთებდა და იყო საინფორმაციო გამოშვების ამ ქვეყნის ყველაზე საუკეთესო წამყვანი... ერთი წუთი არ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ არავისთვის მისი კომპეტენცია, როგორც საინფორმაციო წამყვანის და როგორც მენეჯერის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მისი შემოერთებით ჩვენი ტელევიზია უფრო გაძლიერდება და დიდი სიხარულით ვმასპინძლობთ მას", - უთხრა "რადიო თავისუფლებას" ნოდარ მელაძემ, არხის მთავარმა პრდიუსერმა.
ზაალ უდუმაშვილი მთავარ საინფორმაციო გამოშვებას 13 ივნისიდან გაუძღვება.