ზაალ უდუმაშვილი „ნაციონალური მოძრაობას“ ტოვებს, - ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მივიღე გადაწყვეტილება, დავბრუნდე მედიაში. ბრძოლის ხაზზე ვრჩები, თუმცა ვიცვლი დისლოკაციის ადგილს. ვიცი, რა იქნება მთავარი შეკითხვა, მაგრამ ამ ეტაპზე მეტ კონკრეტიკას ვერ გავაკეთებ. ძალიან მალე ერთმანეთს ეთერში შევხვდებით", – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მისი თქმით, მედიას დღეს, როგორც არასდროს საფრთხე ემუქრება.
"მე ვთვლი, რომ დღეს ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის ხაზი გადის მედიაზე. ისე, როგორც არასდროს, დღეს თავისუფალ სიტყვას და დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება და ეს კარგად დაგვანახა იმ ბოლო მოვლებმა, რომლებიც ვითარდება მედიაში. ამიტომ მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავბრუნდე მედიაში", - დასძინა მან.