იწყებენ საუბარს, თითქოს სხვას აძლევენ შენიშვნას, რომ არ შეიძლება სიძულვილის თუ სხვა მკაცრი ენა და მეორე წამსვე, წინადადება დასრულებული არ არის, იწყებენ ზიზღის შემცველ ტერმინოლოგიას. ზიზღის ენა, სიძულვილის ენა, ასეთი გამონათქვამების მთელი ბუკეტი მოყვება - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „იმედი LIVE“-ს ეთერში განაცხადა.
ამის მაგალითად შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ წევრის სალომე სამადაშვილის დღევანდელი გამონათქვამები გაიხსენა.
„ძალადობა, ძალადობის წახალისება მუქარა და ა.შ. ამას ამბობს ხალხი, მათ შორის დღესაც სალომე სამადაშვილთან დაკავშირებით მქონდა კომენტარი. იწყებენ საუბარს თითქოს სხვას აძლევენ შენიშვნას, რომ არ შეიძლება სიძულვილის თუ სხვა მკაცრი ენა და იწყება მეორე წამსვე, წინადადება დასრულებული არ არის, მძიმეს შემდეგ ზიზღის შემცველი ტერმინოლოგია. ზიზღის ენა, სიძულვილის ენა ყველაფერი მოყვება, ასე ვთქვათ მთელი პრეისკურანტი, მთელი ბუკეტი ასეთი გამონათქვამების. გუშინაც იყო ამაზე საუბარი, რომ ეს არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც საკუთარ გამონათქვამებს, საკუთარ ქცევას არ უკვირდებიან სხვაზე კი გამოკიდებაზე არიან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.