"საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მინიმალურ მოთხოვნებსაც კი არ ასრულებს", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "პირველებთან" საუბრობს.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრობას დამსახურება სჭირდება.
„ივანიშვილის დასანქცირების საკითხი ცოტა არ იყოს ევროკავშირისთვის რთულია. ვიცით მისი როლი მთავრობაზე, რაც არის საეჭვო და საკამათო საკითხი. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ გვაქვს ინსტიტუცია ან სანქციების რეჟიმი, რომელსაც მის წინააღმდეგ გამოვიყენებდით. ამის ბერკეტი უფრო აშშ-ს აქვს.
ყველას უნდა საქართველო რაც შეიძლება სწრაფად ევროკავშირის წევრი გახდეს, მაგრამ ამას სჭირდება დამსახურება. ამას სჭირდება ბევრი კრიტერიუმის შესრულება, ახლა ჯერი მთავრობაზეა, რომ განახორციელოს რეფორმები.
რეზოლუციას ექნება უმრავლესობის მხარდაჭერა, ფოკუსი გაკეთდება მედიათავისუფლების კონტექსტში. ერთი მხრივ, სურთ წევრობა, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ მთავრობის ქმედებებს, რომლებსაც აქვთ წევრობის ინტერესი და მათი ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის მისწრაფებებს. ყველა ჯერზე ჩვენ ვცდილობთ ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან, მაგრამ ისინი ჩვენს ცხოვრებას ართულებენ. არ ჩანს ინტერესი მათი მხრიდან, რომ ასრულებენ მინიმუმ სტანდარტებს, - განაცხადა კრამონმა.