ფრაქცია "ქართლი ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია "ნაცების სახალხოდ დამცველად" გადაიქცა.
მდინარაძე სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც ის პრეზიდენტს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას სთხოვს.
"თუ შეიძლება გამახსენეთ ძველი ამბები, რამდენჯერ მიმართა მან შეწყალების მოთხოვნით სხვა ადამიანებზე, რომლებიც ნაცმოძრაობას არ წარმოადგენდა, ხომ არ გახსენდებათ ასეთი საჯარო გამოსვლა? მადლობა თქვენი დუმილისთვის, რაც თანხმობის ნიშანია. არ გახსენებდათ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ნინო ლომჯარია, სამწუხაროა ამის თქმა რომ მიწევს, იმიტომ, რომ ჩვენი არჩეულია, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით არა სახალხო დამცველი, არამედ ნაცების სახალხოდ დამცველად გადაიქცა და ეს არის მისი ბოლო მისია და ფუნქცია როგორც ჩანს", - თქვა მამუკა მდინარაძემ.