"ქართული ოცნება" სამწუხაროდ, არის პათოლოგიური მატყუარების პარტია, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ სურთ ევროინტეგრაცია და თან, გამოდიან და თავს ესხმიან ძალიან სახელოვან წარმომადგენლებს, რომლებსაც იცნობს მთელი ევროპა და რომლებიც არიან ძალიან აქტიურები საქართველოს საკითხში, - განაცხადა პოლიტიკოსმა ფიქრია ჩიხრაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.
მისი თქმით, ის, რომ მათ პატიმრობა შეუფარდეს ნიკა გვარამიას, ამით პირდაპირ გადადგეს ნაბიჯი ევროპულოი ინტეგრაციციის საწინააღმდეგოდ.
"ირაკლი კობახიძეს უთქვამს, რომ ვიღაც [ლევან ბერძენიშვილი] გინესის წიგნშია შესატანი, მე ვფიქრობ, ის თავად არის წითელ წიგნში შესატანი. იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც არის, საკმაოდ ნორმალური განათლების, კონსტიტუციონალისტი, მას აქვს გამოქვეყნებული ნაშრომები წიგნები, დისერტაცია აქვს დაცული ისეთ თემებზე, რომლის აბსოლუტურად საწინააღმდეგო პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს. ანუ, ან გვაქვს საქმე ფსიქიატრიულ მოვლენასთან, მაგრამ თუ ესეთი კოლექტიური ფსიქოზი დაემართა "ქართულ ოცნებას" ძალიან მძიმე ვითარებაში ვართ. ან, საქმე გვაქვს, პათოლოგიურ მატყუარებთან. ირაკლი კობახიძე არის, სწორედ პოათოლოგიური მატყუარა", - თქვა ჩიხრაძემ.