გუშინ სიძულვლის ენით მოხდა პოლიტიკოსებზე თავდასხმა და დღეს, ირაკლი კობახიძის გამოსვლა იყო ზიზღისა და სიძულვილის ენის გაგრძელება. არა, ვთქვათ, გამართლება, არამედ პირდაპირ გაგრძელება, - განაცხადა პოლიტიკოსმა ფიქრია ჩიხრაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.
"საერთოდ, ის გვევლინება ასეთად. ირაკლი კობახიძე და თეა წულუკიანი არიან თვალშეუდგამი ლიდერები ამ კუთხითა და ამ მიმართულებით. ესეც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ მათ არავითარი სურვილი არ აქვთ იქ ყოფნის, სადაც დასავლეთი და დემოკრატიაა. მათი, კონკრეტულად მათი ადგილი არის რუსულ ჭაობში. რუსულ ჭაობში კარგად ყიყინებენ ასეთი ადამიანები", - თქვა ჩიხრაძემ.