"ევროპა ღირებულებებია და არა ღირებულებების ნგრევა ან შეურაცხყოფა. ევროპა ხალხის და ადამიანების პატივისცემაა და არა ამ ადამიანების ფეხქვეშ გათელვა, რასაც წლებია აკეთებდით, რომ არ გაგვეჩერებინეთ და ახლაც, ნაციონალები იქნებიან თუ მათთან მიტმასნილი რადიკალები, რაც შეგიძლიათ, აზიანებთ ხალხს", - მიმართა საპარლამენტო ოპოზიციას ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, ხალხის არჩეულ ხელისუფლებასთან განუწყვეტლივ ბრძოლა არის ხალხის არჩევანის პატივისცემის ნაკლებობა.
"თუ სისტემატიურად ინსტიტუციებზე, ქვეყნის ინტერესებზე და ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე მუდმივი თავდასხმები თქვენ პატივისცემა გგონიათ, აშკარად არასწორად გესმით ევროპა და ყოველ ჯერზე, როდესაც ევროპას ახსენებთ, მინდა საზოგადოებას მივანიშნო, რომ თქვენ სხვა განზომილებას გულისხმობთ და არა იმ ღირებულებებს და ინსტიტუციების პატივისცემას, რომელიც ევროპაშია.
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ათიათას ერთი საწინააღმდეგო არგუმენტის მოფიქრება და ბოდვა ვერ იქნება ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანებისთვის ხელშემწყობი საქმე და როცა საქმეზე ვსაუბრობთ, თქვენი საქმე ალბათ მხოლოდ აქ, მიკროფონებთან საუბარია, რადგან რეალური საქმე თქვენგან არ ევროინტეგრაციისას და არც დემოკრატიის სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით ჩვენ არ გვინახავს", - მიმართა ნინო წილოსანმა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს.