საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი ჯონ ბასი, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქალბატონი ჯუდით გოფი, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი ერიკ ფურნიე და გერმანიის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი ორფინ ჰენიგი მიიღო.
შეხვედრის დროს საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა ქ. ასტანაში დაგეგმილი ეუთო-ს სამიტი, კონკრეტულად კი განხილული იქნა ის საკითხები, რომელთა ასახვა მნიშვნელოვანია სამიტის საბოლოო დოკუმენტში.