მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია და ადვოკატები ცენტრ "ემპათიას" ექიმებს შეხვდნენ, სადაც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა განიხილეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა გიული ალასანიამ.
"მძიმე მდგომარეობაა, იმიტომ რომ ადამიანი ვერ იღებს საკვებს, ეს გრძელდება დიდი ხანია უკვე, დიაგნოზები არის მძიმე, ესეც ცნობილია. ამას არავინ არ უარყოფს. ადამიანს უნდა შეუწყდეს პატიმრობა იმისთვის, რომ მიეცეს შესაძლებლობა, იმკურნალოს. აი, ამაზე იყო ლაპარაკი და ახლა სად მოხდება მისი მკურნალობა, ეს უკვე ალბათ მისი გადასაწყვეტია... ყოველდღე რომ ვაკვირდები ჩემი შვილის ჯანმრთელობას, ვხვდები, რომ სიჩქარე აუცილებელია. თვითონაც აცნობიერებენ რა თქმა უნდა და ჩემზე კარგად ამათ იციან, რომ ძალიან დიდი მოცემულობის სამუშაოა ჩასატარებელი, - ამბობს გიული ალასანია", - თქვა გიული ალასანიამ.