"ზოგი დავით აღმაშენებელს აგინებს, ზოგი მის შთამომავლობას, ზოგი ერეკლე მეფეს და ა.შ. ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა მიდის და ვინც ამას ახმოვანებს, ვიღაც ერთი და ორი სახელი და გვარი კი არ არის, ეს არის სწორედ "ომის პარტია" და მისი თანამოაზრეების საერთო აზრი", - აცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე.
მამუკა მდინარაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მცდელობას, ქვეყნის ფასეულობებს შეურაცხყოფა მიაყენოს, მოსახლეობა არ შეეგუება.
"სხვადასხვა სპიკერის მეშვეობით ტესტავენ, რამდენად შეეგუება ქართველი, საქართველოს მოქალაქე, ქართული საზოგადოება და ზოგადად ეს ქვეყანა თავისი წმინდანების, ეროვნული იდენტობის ნაწილს ვინც წარმოადგენს, ჩვენი ისტორიის, კულტურის, თუ ასე შემდეგ სხვა ფასეულობების წინააღმდეგ დატყმებს. საქართველო ამას არასდროს შეეგუბა. თავი დაანებონ ომის პროპაგანდას და მეორე მხრივ, სხვადასხვა სპიკერის მეშვეობით ეროვნულ ინტერესებსა და ეროვნულ ფასეულობებზე თავდასხმებს", – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.