"მწარე სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ სანამ ივანიშვილი და მისი გარემოცვა არის ხელისუფლებაში, ღარიბაშვილის ან ნებისმიერი სხვისი სახით, ჩვენი შანსი რეალური თავისუფლების მოპოვების, თავისუფალ სამყაროში დაბრუნების, დაცულობისა და სამშვიდობოს გასვლის არის ნოლი", - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.
"საოცარი მუცლით მეზღაპრეა ღარიბაშვილი, მართლა გამორჩეული. სცენა რომ წარმოვიდგინოთ, ზის ღარიბაშვილი და ევროპელები უზიარებენ გაოცებას როგორი ცუდი ოპოზიცია გყავსო. ხომ უნდა მოიფიქრო ეგეთი ბოდვა და ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ასეთი ბოდვითი ნიაღვრით ვინმე შეიყვანოს შეცდომაში. მთავრობაში არიან ივანიშვილი და მისი პაიკები და ისინი არიან პასუხისმგებლები ამაზე. მათ ხელში იყო და საქართველოსთვის მწარე სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ სანამ ეს კაცი და მისი გარემოცვა არის ხელისუფლებაში, ღარიბაშვილის ან ნებისმიერი სხვისი სახით, ჩვენი შანსი რეალური თავისუფლების მოპოვების, თავისუფალ სამყაროში დაბრუნების, დაცულობისა და სამშვიდობოს გასვლის არის ნოლი სამწუხაროდ", - გიგა ბოკერია