დონეცკის ოლქში, დასახლება სვიატოგორსკში რუსეთის ძალების დაბომბვის შედეგად უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სვიატოგორსკის ლავრის მთავარ ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეკლესიას თავს მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა.
ეკლესია ხის ხუროთმოძღვრების ძეგლად არის მიჩნეულ. ის აგებულია 1912 წელს.
ლავრა ადრეც დაბომბეს. უკრაინული მედიის ცნობით, 1-ელ ივნისს დაბომბვის შედეგად დაიღუპა სამი ბერი და ერთი მონაზონი, დაშავდა კიდევ სამი ადამიანი.