პუტინს სიტყვებით ვერ გააჩერებ, იარაღია საჭირო, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მე-100 დღესთან დაკავშირებით Bild-ში გამოქვეყნებულ საავტოსო სტატიაში განაცხადა.
ბერბოკმა აღნიშნა, რომ 100-დღიანი ომის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავისი სტრატეგია შეცვალა, მაგრამ ჯოჯოხეთი გრძელდება.
"სწორედ ამიტომ ის ახლა ისვრის უსაფრთხო ადგილიდან. სოფელი სოფელზე, ქალაქი ქალაქზე. ჯერ მოდის ბომბებისა და არტილერიის წვიმა, შემდეგ ტანკები ტრიალებენ გადამწვარ მიწაზე. პუტინს გამძლეობისა და ჩვენი გადაღლის იმედი აქვს. და ყოველი სოფელი ელის ბუჩის ბედს", - თქვა ბერბოკმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინაზე შეტევა ასევე მიმართულია ევროპული მშვიდობის წესრიგის წინააღმდეგ, ვილნიუსში, კრაკოვსა და პოტსდამში თავისუფალი სიცოცხლის წინააღმდეგ. ამიტომ ევროპელები გამოდიან ერთიანი ფრონტით რუსეთის სასტიკი დამპყრობლური ომის წინააღმდეგ. მან ასევე ილაპარაკა ურაინისთვის იარაღის მიწოდების მნიშვნელობაზე.
"სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა პირდაპირ ახლა, იარაღით, რადგან პუტინს სიტყვებით ვერ გააჩერებ", - აღნიშნა ბერბოკმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანია ვალდებულია იმოქმედოს, როგორც ევროკავშირის ყველაზე დიდმა ქვეყანამ, თუნდაც ეს რთული იყოს.
"ვიდრე უკრაინა უსაფრთხოდ არ არის, ევროპაც არ არის უსაფრთხოდ. თუ უკრაინაში პუტინს არ გავაჩერებთ, ყოველთვის იქნება ახალი აგრესიის საფრთხე. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას. ვიდრე არ იქნება არც ერთი ბუჩა", - აღნიშნა ბერბოკმა.