რა არის ამოსავალი წერტილი იმისათვის, რომ აღშფოთდე ადამიანი სხვა ადამიანის დაკავებით, თუ შენ დემოკრატიას მართლა პატივს სცემ, ადამიანის უფლებებზე ზრუნავ და ნერვიულობ ამ თემაზე? მედიამენეჯერია ის ადამიანი, პრეზიდენტია, ჟურნალისტია, პოლიტიკოსია თუ ნებისმიერი პროფესიის, დამანაშავეა თუ უდანაშაულო? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა „იმედი LIVE“-ში ნიკა გვარამიაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენი მესიჯია, რომ თუკი ვინმეს სალაპარაკო აქვს, ილაპარაკოს იმაზე, ეს ადამიანი დამნაშავეა თუ არა? პირველ რიგში, ნაცმოძრაობის დროს ზუსტად ვიცოდით, რომელი ადამიანი რატომ იყო პოლიტპატიმარი - ის იყო უდანაშაულო და მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ იყო, არ ვიცი, მჯედიამენეჯერი თუ პოლიტიკოსი, თუ საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირა, ამის გამო რომ დაიჭირეს. ჩვენ ხო ნიკა გვარამიას საქეს დეტალურად არ ვიცნობთ, მხოლოდ შეფასებები ვიცით. არც ცდილობენ მისი უდანაშაულობის მამტკიცებელი არგუმენტების მოტანას. 1 კვირა ილაპარაკეს სამსახურებრივი მანქანის გამოყენება., აღმოჩნდა ფეიკი, გადადეს გვერდზე. ყველას ხო აინტერსებს, ეს ადამიანი თუ უდანაშაულოა, ამის არგუმენტი რა არის?“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.