"თავისუფალი-დემოკრატები" საკრებულოს უმრავლესობას მოუწოდებს, წყლის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებული საკითხის განხილვას "საგადასახადო დაუმორჩილებლობა" გამოუცხადოს.
ამის შესახებ, "თავისუფალი-დემოკრატების" წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"თავისუფალი-დემოკრატები" ვუერთდებით ქალაქის მერის გიგი უგულავას პროტესტს წყლის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობას, დღევანდელ სხდომაზე საკითხს "საგადასახადო დაუმორჩილებლობა" გამოუცხადოს", - განმარტა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს სხდომა, რომელზეც დეპუტატებმა აღნიშნულ საკითხზე უნდა იმსჯელონ, 17:00 საათზეა ჩანიშნული.