შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერის განცხადებას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ Twitter-ზე გამოაქვეყნა.
"ეს მართლაც ჭეშმარიტების მომენტია ევროკავშირისთვის და მისი საერთაშორისო საქმიანობის სანდოობისა და ლეგიტიმურობისთვის. ამ სტრატეგიულ ეტაპზე ყოფნისას ევროკავშირმა რეგიონისადმი თავისი გრძელვადიანი ინტერესი უნდა წარმოაჩინოს, საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით“, - წერს პაპუაშვილი.