ინტერნეტგვერდ WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულია 250 ათას საიდუმლო მასალაზე მეტი, დეპეშები და წერილები, რომლებსაც ამერიკული საელჩოები მთელს მსოფლიოში ვაშინგტონში აგზავნიდნენ.
WikiLeaks-მა თავისი მასალები რიგ დასავლურ გამოცემებს მიაწოდა, რომლებმაც მათგან ამონარიდების გამოქვეყნება დაიწყეს. დოკუმენტებიდან ამონარიდებს აქვეყნებენ "The Guardian"-ი, "The New York Times"-ი, "Spiegel Online"-ი, "El Pais"-ი და "Le Monde".
გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი ხდება, რომ ამერიკელი დიპლომატები რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს პრემიერ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკურ მძევალს უწოდებდნენ.
ინტერნეტ გვერდ WikiLeaks-ზე გამოქვეყნებულ მასალებში ნათქვამია, რომ "პრეზიდენტი მედვედევი არის რობინი - ბეტმენ პუტინთან შედარებით". მედვედევს ამერიკელი დიპლომატები ახასიათებენ, როგორც "უფერულ და უუნარო" პოლიტიკოსს, ხოლო პუტინს - "ალფა მამრს".
იტალიის პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის შესახებ ამერიკელი დიპლომატები ვაშინგტონს წერენ, რომ იგი "პოლიტიკურად და ფიზიკურად სისტი პერსონაჟია, რომელიც ყველაფერთან ერთად თავისი დაუოკებელი სექსუალური მადითაა დაღლილი". ბერლუსკონის ასევე იხსენიებენ ეპითეტებით - "უპასუხისმგებლო", "თავის თავზე შეყვარებული" და "სრულიად არაეფექტური ლიდერი".
საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის დახასიათებაში კი ნათქვამია, რომ იგი "ძალაუფლებისმოყვარე და ბუტია" ადამიანია, რომელიც ძალის უხეშად ექცევა თავის კოლეგებს.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელზე კი ნათქვამია, რომ იგი "ძალიან ფრთხილია", "იშვიათად არის ორიგინალური" და "ცინიკურია".
ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადს კი ამერიკელი დიპლომატები ადოლფ ჰიტლერს ადარებენ.