ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ქართველმა ხალხმა ყველაზე კარგად იცის დამოუკიდებლობის ფასი. გასულ საუკუნეში ის ორჯერ გამოაცხადეთ, პირველად რუსეთის იმპერიიდან, შემდეგ საბჭოთა კავშირიდან. დამოუკიდებლობა მარტივი არაა, ის ბრძოლასა და რთულ შრომას მოითხოვს.
ამ რთულ პერიოდში საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპაცია გრძელდება. ჩვენ, საქართველოს მეგობრები, არასოდეს ვაღიარებთ ე.წ არჩევნებს ან ე.წ. რეფერენდუმს რუსეთთან "შეერთების" შესახებ. ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად თქვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში.
დამოუკიდებლობა ასევე ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას თქვენს აწმყოზე და თქვენი მომავლის განსაზღვრას. ქართველებმა უმრავლესობით აირჩიეს ევროპული მომავალი. თქვენი ღირებულებებითა და იდენტობით, მოგესალმებით ევროპულ ოჯახში, როდესაც დაბრუნდებით დემოკრატიზაციის გზაზე.
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს", - წერს ვიოლა ფონ კრამონი.