როდესაც ქართულ სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება, მე რაღაცა მგონია, რომ მაინც მოგვიწევს, ძვირფასო ადამიანებო, ქუჩის ამოძრავება, - ამბობს პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.
ჩარკვიანის თქმით, სხვაგვარად ბიძინა ივანიშვილი არსად წასვლას არ აპირებს.
"ძალიან კარგია ეს დებატები, მე ყოველთვის მომხრე ვარ, როცა დუღს პარლამენტი, საუკეთესოა, მაგრამ... მეუხერხულება, არ მინდა მართლა მეც, რაღაცა რადიკალის სახელი ავიკიდე, მაგრამ როდესაც ქართულ სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება, მე რაღაცა მგონია, რომ მაინც მოგვიწევს, ძვირფასო ადამიანებო, ქუჩის ამოძრავება. არ დათმობს ეს ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი], ეს არის, ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, ქონების დაცვის ომია, ეს არის კატასტროფა. პირდაპირი მნიშვნელობით, საკუთარი ქონების დაცვის, პატარა, დიდი „დაფასოებული“ კორუფციონერები არიან და ეს არის კატასტროფა. ამიტომ ჩვენ, მე ვფიქრობ, ცოტა უფრო გაერთიანება გვმართებს, რაც არ უნდა არ მოგვწონდეს ერთმანეთი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ ჩემთვის, რა თქმა უნდა გაცხადებულ დასავლურ ვექტორს ვგულისხმობ", - თქვა ჩარკვიანმა.