კონკრეტული ხელისუფლებების ძალიან ცუდი საქციელის გამო ქვეყანა არ უნდა დაისაჯოს ისეთი სასჯელით, რომლის შედეგიც დიდი სიჩქარით, უფრო მეტი და ხანგრძლივი სიბნელისკენ გადატყორცნის მას, - ამის შესახებ ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენი საზოგადოებები პერიოდულად უშვებენ დიდ შეცდომას, ისევე როგორც დიდი და ძირძველი დემოკრატიები, აგერ ფრანგებმა ლამის ლეპენი აირჩიეს, უნგრეთში უკვე მერანდენედ ორბანი, ხოლო ტრამპს არც კი ვახსენებ ისეთი სირცხვილი იყო ამერიკისთვის.
კონკრეტული ხელისუფლებების ძალიან ცუდი საქციელის გამო ქვეყანა არ უნდა დაისაჯოს ისეთი სასჯელით, რომლის შედეგიც დიდი სიჩქარით, უფრო მეტი და ხანგრძლივი სიბნელისკენ გადატყორცნის მას. არც ხელისუფლებისთვის თითის თვალში ტაკების დროა ეხლა. მაინც ვერაფერს გაიგებს, არც შერცხვება, არც შეიმჩნევს და თქვან წარმოიდგინეთ არც ჩამოიშლება.
საქართველოს ევროინტეგრაცია ერთადერთი გადარჩენაა ამ ქვეყნისთვის, რომელიც ძირითადად ერთგული და სანდო პარტნიორი იყო დასავლეთის და ეხლა ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენ აქ საქართველოდან და ჩვენმა მეგობრებმა იქ დასავლეთის დედაქალაქებში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ არ დავუშვათ ასოციერებული ტრიოს მიმართ ხმების გაყოფა და საქართველოს თამაშგარე მდგომარეობაში დატოვება.
სწორედ ასეთი გადაწყვეტილება ძალიან დიდი ხნით ჩააბეტონებს იმ ჩრდილოვან მმართველს და გააძლიერებს ავტორიტარიზმს რომლისგან გათავისუფლებასაც ვცდილობთ“, - წერს ხიდაშელი.