"მოსამართლეთა კლანი ნერვიულობს საქართველოში და ეს დაადასტურა ბატონმა კობახიძემ და მთელი თავისი გამოსვლა მიუძღვნა იმას, რომ დაიცვა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმართული არაკანონიერი, უკანონო გადაწყვეტილების გამომტანი მოსამართლე", - განაცხადა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ხატია დეკანოიძის განცხადებით, კლანში არის სერიოზული განგაში და მოსამართლეები ხელისუფლებას სთხოვენ რომ დაიცვან.
"ფაქტია, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პროგრამიდან, რომელიც პროფესიონალიზმს და ადამიანის უფლებებს უსვამს ხაზს, ამოაგდებ მოსამართლეს, რა თქმა უნდა ეს გარკვეულწილად ნერვიულობის საფუძველი არის. ამიტომ, მე მენიშნა ბატონი კობახიძის განცხადება და მე ჩემი ინფორმაციით, მოსამართლეებში, კლანში არის სერიოზული განგაში და მოსამართლეები ხელისუფლებას სთხოვენ, რომ დაიცვას ეს მოსამართლეები, ვინაიდან მათ მიაღებინეს უკანონო გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.