მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, პრორუსი პოლიტიკოსი იგორ დოდონი დააკავეს. მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე კორუფციის ბრალდებით.
ინფორმაციას გამოცემა Deschide გენერალურ პროკურორზე დუმიტრუ რობუზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ დოდონი 72 საათით დააკავეს. სამართალდმცველებმა ჩრეკა ჩაატარეს რამდნიმე მისამართზე, მათ შორის დოდონის სახლშიც, "მოლდოვა-რუსეთის საქმიანი კავშირის" ცენტრალურ ოფისში, რომლის პრეზიდენტიც დოდონია.
ჩხრეკა ჩატარდა პასიური კორუფციის, დანაშაულებრივი ორგანიზაციისგან პოლიტიკური პარტიების დაფინანსების, სახელმწიფოს ღალატისა და უკანონო გამდიდრების მუხლებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.
18 მაისს მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ დოდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა დემოკრატიული პარტიის ყოფილ ლიდერთან, ოლიგარქ ვლად პლახოტნიუკთან მისი შეხვედრის ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით. ამ ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ გადასცემს პლახოტნიუკი დოდონს სავარაუდოდ დიდძალი ფულის პაკეტს.
პრორუსი იგორ დოდონი 2016-2020 წლებში იყო მოლდოვის პრეზიდენტი.