აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ჩეხეთმა უკრაინას საბრძოლო ვერტმფრენები, ტანკები და სარაკეტო სისტემები გადასცა.
ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა პრესკონფერენციაზე, საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, რომელიც უკრაინის თავდაცვის თემას ეხებოდა.
ოსტინმა აღნიშნა, რომ 20-მა ქვეყანამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა. იტალია, საბერძნეთი, ნორვეგია და პოლონეთი უკრაინას კრიტიკულად მნიშვნელოვან - საარტილერიო სისტემებს გადასცემენ.
"ასევე მინდა აღვნიშნო დიდი ბრიტანეთის წამყვანი როლი, რომელიც სამხედრო დახმარების კოორდინირებაში გვეხმარება და მადლობას ვუხდი იმ უდიდესი სამხედრო დახმარებისთვის, რომელიც უკრაინას მიეწოდება", - აღნიშნა ოსტონმა.
მისივე თქმით, დანია უკრაინას Harpoon-ის ტიპის ხომალდსაწინააღმეგო რაკეტებს და გამშვებ დანადგარებს გადასცემს.
ფოტო: არქივი