20-მა ქვეყანამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა მეორე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, რომელიც უკრაინის თავდაცვის თემას ეხებოდა.
შეხვედრა ონლაინ-კონფერენციის რეჟიმში გაიმართა. ოსტინის თქმით, ქვეყნების ნაწილი უკრაინას ხომალდსაწინააღმდეგო რაკტებს, ტანკებს, ვერტმფრენებს, საარტილერიო სისტემებსა და სხვა შეიარაღებას გადასცემს.
მისივე თქმით, სხვა ქვეყნებმა უკრაინას სამხედროების სწავლება და მათი სამხედრო სისტემების მოდერნიზაცია შესთავაზეს.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ საკონტაქტო ჯგუფის მეორე შეხვედრაზე 47 ქვეყანა მონაწილეობდა.
ოსტინის თქმით, პირადად ჩაატარებს საკონტაქტო ჯგუფის მესამე შეხვედრას 15 ივნისს ბრიუსელში.
მანამდე ოსტინმა განაცადა, რომ დანია უკრაინას Harpoon-ის ტიპის ხომალდსაწინააღმეგო რაკეტებს და გამშვებ დანადგარებს გადასცემს. ასევე ჩეხეთი უკრაინას საბრძოლო ვერტმფრენებს, ტანკებსა და სარაკეტო სისტემებს, იტალია და საბერძნეთი კი საარტილერიო სისტემებს მიაწვდის.
იუწყებიან, რომ 20 ქვეყანას შორის არიან ასევე პოლონეთი და ნორვეგია.