ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება.
"ვის შეუძლია მათი სერიოზულად აღქმა? სევდიანი სანახაობაა", - წერს კრამონი "ტვიტერში" და ირაკლი კობახიძის ციტატას აქვეყნებს.
ირაკლი კობახიძემ ვიოლა ფონ კრამონი კრიმინალების მფარველად მოიხსენია. ამავე დროს, მან კრამონსა და ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას "ანტიევროკავშირები" უწოდა.