შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
სახელმწიფო მდივან ბლინკენის განცხადებით, აშშ და მისი მოკავშირეები დაუღალავად მუშაობენ, რათა დააჩქარონ იარაღისა და აღჭურვილობის უკრაინისთვის მიწოდება, რადგან რუსეთი აგრძელებს "არაპროვოცირებულ და სასტიკ ომს".
მისივე თქმით, პრეზიდენტ ბაიდენის მითითების თანახმად, განკარგულება გასცა, გამოიყოს უკრაინის თავდაცვისთვის დამატებითი იარაღი და აღჭურვილობა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინვენტარისაგან, რომლის ღირებულება 100 მილიონ დოლარამდეა.
"ამით უკრაინისთვის შეერთებული შტატების მიერ გაწეული სამხედრო დახმარება დაახლოებით 3,9 მილიარდ დოლარამდე მიაღწევს მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში სასტიკი და არაპროვოცირებული სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო".
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 40-მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
9 მაისს ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ლენდ-ლიზის აქტს, რომელიც შესაძლებელს გახდის უკრაინისთვის უფრო მეტი იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის უფრო ეფექტურად მიწოდებას.