შეერთებული შტატების სენატმა უკრაინისთვის 40-მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
ახლა უკვე დოკუმენტი, კანონიერ ძალაში შესასვლელად, ხელმოსაწერად გადაეგზავნება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.
აღნიშნული კანონპროექტი კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 11 მაისს დაამტკიცა. მაშინ კანონპროექტს პალატის 368 წევრი - 219 დემოკრატი და 149 რესპუბლიკელი მიემხრო. წინააღმდეგი იყო 57 (მათგან ყველა რესპუბლიკელი).
დახმარების პაკეტი უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას მოიცავს.
დოკუმენტი ასევე გულისხმობს ფინანსურ დახმარებაზე აშშ-ის პრეზიდენტის ხელისაწვდომობის 11 მილიარდამდე გაზრდას. ასეთი გადაწყვეტილება ბაიდენის ადმინისტრაციას უფლებამოსილებას აძლევს ამერიკის შეერთებული შტატების მარაგიდან უკრაინას იარაღი და სამხედრო ტექნიკა გაუგზავნოს.
შეგახსენებთ, 9 მაისს ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ლენდ-ლიზის აქტს, რომელიც შესაძლებელს გახდის უკრაინისთვის უფრო მეტი იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის უფრო ეფექტურად მიწოდებას.