შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტში, პენტაგონში აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში უკრინაში რუსეთის ძალების მოქმედებების მასშტაბებმა დაიკლო, რაც მისი ამბიციების შემცირების დემონსტრირებაა. ამის შესახებ Washington Post-ი იუწყება.
რუსეთის ჯარები მცირე ჯგუფებით მოქმედებენ შემცირებული ამოცანებით - რამდენიმე ასეული ადამიანის ნაცვლად მათ მოქმედებებში ჩართულია რამდენიმე ათეული სამხედროსგან შემდგარი ჯგუფები.
ამასთან, თუ მანამდე საუბარი იყო დიდ ქალაქებსა და ტერიტორიების დიდ ნაწილზე, ახლა რუსების ძალისხმევა მიმართულია გარკვეული სოფლების ან გზაჯვარედინების დაკავებაზე.
აგრეთვე, ბრიტანეთის დაზვრევის ინფორმაციით, რუსეთის შეტევამ დონბასზე ტემპი დაკარგა და მის აღდგენას სულ მცირე ერთი თვე დასჭირდება, იზრდება სისტემური პრობლემებიც.
მათი შეფასებით, რუსეთის ჯარების წინსვლას აძნელებს ხიდების ნაგებობებისა და დრონების დაკარგვა, მუდმივად დაბალი საბრძოლო სულისკვეთება და ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობის შემცირება.