ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ლევან მამალაძე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ იმყოფებოდა, საქართველოში დაბრუნდა.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, პირველი კომენტარი ლევან მამალაძემ ტელეკომპანია "პირველთან" გააკეთა.
ლევან მამალაძის საქართველოში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც იგი პარლამენტის მიერ მიღებული "ამნისტიის კანონის" შესაბამისად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდა.
"მე დავბრუნდი სამშობლოში, 19 წელია, ეს გადაწყვეტილი მქონდა, მაგრამ ვერ ვბრუნდებოდი, რადგან იყო უსამართლობა. ამნისტიის გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა მიიღო, "ქართულ ოცნებას" არ მიუღია... ჩამოვედი, რომ ჩემი ახლობლები ვნახო, საქართველოში 81 წლის დედა მყავს.
პოლიტიკაში შესვლას არ ვაპირებ, მე დიდი ხანი ვიყავი პოლიტიკაში, მეკავა მაღალი თანამდებობები, გავლენებიც მქონდა შესაბამისი. პოლიტიკაში ყოფნა ეს არის ხელისუფლებისთვის ბრძოლა, მე არ ვაპირებ ხელისუფლებისთვის ბრძოლას, მაგრამ ვიქნები პოლიტიკასთან", - განუცხადა "ტვ პირველს" ლევან მამალაძემ.
ლევან მამალაძემ საქართველო "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დატოვა. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ბრალდებით 17 წელი ჰქონდა მისჯილი და ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.