ლექსო თორაძის ცხედარი სამშობლოში ჩამოასვენეს. მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსს აეროპორტში ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.
ცხედარი აეროპორტიდან კონსერვატორიაში გადაასვენეს, სადაც დღეს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ხვალ კი ქართველ პიანისტს დიდუბის პანთეონში, მშობლების გვერდით დაკრძალავენ.
საბჭოთა რეჟიმს გაქცეული პიანისტი ლექსო თორაძე 69 წლის ასაკში 11 მაისს გარდაიცვალა. მუსიკოსი 1983 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სადაც საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ლექსო თორაძე თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ პიანისტად არის აღიარებული.