საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ვივა მედში“ შვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი უარესადაა, ვიდრე ადრე იყო.
გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი უცხოეთის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.
„საშინელი სისუსტე აქვს. ფერი არ აქვს ადამიანს. ჩემს შვილს ვერ ვცნობ. სხვა ადამიანია. გამოფიტულია, ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ნევროპათოლოგის აზრით, მდგომარეობა გაუარესებულია იმასთან შედარებით, რაც ადრე ნახა. გამოსავალს ისევ ვხედავ გაყვანაში. მე პირველი დღიდან მაგას ვამბობ, პოლონეთი ითხოვს უბრალოდ, სხვა ქვეყნებიდანაც არის შემოთავაზება“, - თქვა გიული ალასანიამ.
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მას საჭმლის მიუღებლობა აქვს და მისი ინფორმაციით, "ვივა მედიში" გადაყვანის შემდეგ არ უჭამია.