"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ეხმიანება.
"მინდა, საზოგადოებას ვუთხრა - არ არის ახლა გვარამიას დაჭერა-არ დაჭერაზე მხოლოდ საქმე, დაგაგვახიეს თავზე როგორც შარლ მიშელის დოკუმენტი თავის დროზე, ისე ახლა გადაგვახიეს ევროკავშირის კითხვარი. რომელ ევროკავშირზე ვლაპარაკობთ? ქვეყანაში, სადაც არის პოლიტიკური სასამართლო, რომელიც მთავარი ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელს იჭერს აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი ბრალდებების გამო.
კიდევ ერთხელ მოგმართავთ, არ აქვს მნიშვნელობა, გვარამია მოგწონთ თუ არა, ნუ გამოხვალთ გვარამიას და ჩვენი, პოლიტიკოსების დასაცავად, გამოდით თქვენი შვილების ხვალინდელი დღის დასაცავად, რომ რომელიმე თქვენი შვილი მანქანით ბიძინა ივანიშვილს ან მის შვილს თუ გადაასწრებს შემთხვევით გზაზე, ამის გამო არ დაიჭირონ შეთითხნლინი ბრალდებით. ესეც მოხდება, გაფრთხილებთ. ქვეყანა მიდის ტოტალიტარიზმისა და ავტოკრატიის მიმართულებით", - ამბობს ბურჯანაძე.