სასამართლო განაჩენის შემდეგ, ნიკა გვარამიამ მოკლე მიმართვა ფეისბუქზე გამოაქვეყნა:
"აბა თქვენ იცით! დარჩით "მთავარზე" და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება!
ყველაფერი კარგად იქნება", - წერს ნიკა გვარამია, რომელსაც მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ, 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ნიკა გვარამიას მოსამართლემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა და სასამართლო დარბაზში დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.
ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას.