პარტია "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი თავი ამოწურა და დრო დაიშალოს.
მისი თქმით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარალიზებულია, რაც პრობლემაა ყველასთვის - ოპოზიციისთვის, ხალხისთვის და ხელისუფლებისთვის.
"პარალიზებული მთავარი ოპოზიციური ძალა ყველასთვის პრობლემაა - ხალხისთვისაც, დანარჩენი ოპოზიციისთვისაც. ერთადერთი, ხელისუფლებისთვის არის კომფორტული. მაგრამ პრობლემაა მიხეილ სააკაშვილისთვის, იმიტომ რომ ვერ გამოჰყავს ის ამ პოლიტიკურ ძალას [ციხიდან]. შესაბამისად, ამოწურა თავისი თავი ამ პარტიამ. დამთავრდა ეს ისტორია და სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეთ ჩვენი ცხოვრების. 5 ნომერი მიშას საკუთრებაა და მგონი მას უნდა გავატანოთ. როგორც საფეხბურთო კლუბმა „მილანმა“ ფრანკო ბარეზის 6-ნომრიანი მაისური მას გაატანა და არ გამოუყენებია, ჩვენც ასევე პატივით უნდა გავაცილოთ მიხეილ სააკაშვილი და 5 ნომერი ქართული პოლიტიკიდან", - განაცხადა ხვიჩიამ.