პიანისტ ლექსო თორაძეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ოთხშაბათს, 18 მაისს, გამთენიისას ჩამოასვენებენ. ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.
ქართველ პიანისტს თბილისის კონსერვატორიაში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
ლექსო თორაძეს 19 მაისს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.
პიანისტი ლექსო თორაძე 69 წლის ასაკში 11 მაისს გარდაიცვალა. მუსიკოსი 1983 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სადაც საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ლექსო თორაძე თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ პიანისტად არის აღიარებული.