რუსმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, გადაწყვიტეს ხარკოვის შემოგარენში თავიანთი პოზიციები დატოვონ, უკრაინის კონტრშეტევებისა და [თავიანთი] გამაგრების შეზღუდული შესაძლებლობის გამო. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ახალ ანგარიშში.
რუსეთის ქვედანაყოფები, როგორც წესი, არ ცდილობდნენ უკრაინის ძალების კონტრშეტევების წინააღმდეგ პოზიციების გამაგრებას ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა.
ანალიტიკოსების ვარაუდით, უკრაინამ როგორც ჩანს ხარკოვისთვის ბრძოლა მოიგო.
"უკრაინის ძალებმა რუსეთის არმიას არ მისცეს შესაძლებლობა ალყაში მოექციათ ხარკოვი, რომ აღარაფერი ვთქვათ მის დაპყრობაზე, შემდეგ კი ისინი ქალაქის შემოგარენიდან განდევნეს, როგორც ის ჯარები, რომლებიც კიევის დაკავებას ცდილობდნენ", - ნათქვამია ანგარიშში.
რუსებს ასევე ჰქონდათ იზიუმიდან სახმელეთო შეტევის წარუმატებელი მცდელობა.
მცირემასშტაბიანი და წარუმატებელი შეტევები დონეცკის მახლობლადაც გაგრძელდა, თუმცა რეალური პროგრესის გარეშე.
ანგარიშის თანახმად, რუსები კვლავ ცდილობენ ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევას. რუსულმა ძალებმა, რომლებიც პოპასნიადან ჩრდილოეთისკენ უტევენ, ბოლო 24 საათში მნიშვნელოვან პროგრესს ვერ მიაღწიეს. ქვედანაყოფებმა, რომლებიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიემართებიან, ვერ შეძლეს მდინარე სევერსკი დონეცის გადაკვეთა და უდიდესი დანაკარგი განიცადეს.
ამასთან, რუსებს შესაძლოა, არ ჰყოფნიდეთ დამატებითი ახალი საბრძოლო ძალა, რათა მოახდინონ ამ დანაკარგების კომპენსირება და ფართო მასშტაბით იერიშის გაგრძლება, იმისთვის, რომ დაასრულონ ალყაში მოქცევა [სევეროდენცკისა და ლისიჩანსკის], თუმცა სავარაუდოდ, ისინი ამის მცდელობას მაინც გააგრძელებენ.
საარქივო ფოტო: AP